კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სტრუქტურა
ისტორია
სიმბოლიკა



ჩვენს შესახებ - ისტორია 

ისტორია


ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების მაქსიმალური კონცენტრაცია თბილისში ხდება. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას დედაქალაქში კულტურის სტრატეგიის, კულტურული განვითარების ზუსტი  და დახვეწილი გზებისა და ფორმების განსაზღვრა. ამისათვის თბილისი უმდიდრეს მასალას იძლევა, ერთის მხრივ, უზარმაზარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით, მეორეს მხრივ კი თანამედროვე  ურბანული კულტურის განვითარებით, რომლის გაჩენაც, გარკვეულწილად, საზოგადოების მოთხოვნისა და არსებული რეალობიდან გამომდინარე მოხდა. ამასთან ერთად,  დედაქალაქის კულტურის პოლიტიკის ტენდენციების განსაზღვრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ თბილისი არაერთი კულტურის თავშესაყარი — მულტიკულტურული ქალაქია და ამასთან, ერთ მთლიან კულტურულ სივრცეს წარმოადგენს.
დედაქალაქის ხელისუფლების მიერ კულტურის პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა ზემოხსენებულ ფაქტორთა გათვალისწინებით ხდება. სწორედ დასახული მიზნების  ეფექტური და შეუფერხებელი განხორციელებისათვის შეიქმნა ააიპ „თბილისის კულტურული განვითარების ცენტრი“, რომლის საქმიანობის ძირითადი ამოცანაა დედაქალაქის კულტურული ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენების მხარდაჭერა და დასახული პრიორიტეტების განხორციელება, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია:


     • კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია
     • თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა
     • თბილისი -  „ფესტივალების ქალაქი“
     • ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ
     • სხვადასხვა თაობის ხელოვანებისათვის საკუთარი შემოქმედებისა და კულტურული ინიციატივების წარმოჩენის  შესაძლებლობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ
     • მოსახლეობისათვის მაღალი დონის კულტურული და ესთეტიკური პროდუქციის მიწოდება, რაც თავის მხრივ მომავალი თაობის გემოვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია

„თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი“-ს დაფინანსების ძირითადი წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი, თუმცა მას შეუძლია თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან. ცენტრი  მოქმედებს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებითა და ცენტრის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და მის ამოცანებს დასახული მიზნების განსახორციელებლად წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების, კონკურსებისა და ფესტივალების, საიუბილეო ღონისძიებების, სახელმწიფო და სახალხო დღესასწაულების დაგეგმვა და განხორციელება; კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანების პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართვა ცენტრის საქმიანობის პროცესებში მათთან აქტიური თანამშრომლობის გზით და სხვა. ცენტრი


 


    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI