კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

დღეს თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი იხსნება

31.03.2016

დღეს თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი იხსნება

 

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი იხსნება, რომელსაც  დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“ წარმოადგენს. საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიება 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება  სასტუმროში ROOMS TBILISI. იგი გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. სწორად ძირითად პოდიუმზე წარმოადგენენ ქართველი დიზაინერები 2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებს. კვირეულის პარალელურად თბილისი მოლში ქართველი დიზაინერების შოურუმი იმართება, რომელიც 10 აპრილამდე გასტანს. თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-ზე მეტი ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: ჩუბიკა, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ნინი ჭელიძე, INKY GOLD, ატელიე 27, ტამანინი, Materiel by Lika Chitaia, თამთა შინდელიშვილი და JK LINE. თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი. ასევე კვირეულის განრიგშია ANOUKI, LALO, More is Love და ამერიკაში მოღვაწე გვანცა სალაყაია. მისი პრეზენტაცია რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიმართება. კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე. ამჯერად იგი ტანგოს პერფორმანსს გამართავს მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე, სარდაფში. სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე კი ახალგაზრდა ხელოვანის მაქსიმეს ჩვენება/პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდი“-ს კოლექციას სტუმრები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში იხილავენ, ხოლო კვირეულის პირველი ჩვენება LAKO BUKIA სასტუმრო Rooms Tbilisi-ს მთავარ ლოკაციაზე მოეწყობა. ჩვენებებს შორის ეზოში პარტნიორი კომპანია „ასკანელი ძმების“  ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. კვირეულის გახსნის წვეულება m group-ის „ოტიუმში“ გაიმართება, ხოლო ჟურნალ „ნარგის საქართველო“-ს საღამო ძველი თბილისის გულში „ტერასა 360“-ზე.

თბილისისს ეწვევა მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა, ცნობილი Street Style ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი, LVMH სკაუტი და ჟურნალისტი იუ მასუი, პოპ დივების მადონასა და ბიონსეს სტილისტი Justo Artigas. კვირეულის განრიგში არსებული ჩვენებების ძირითად ნაწილს გადაიღებს ბრიტანული VOGUE-ის ფოტოგრაფი საიმონ არმსტრონგი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს 20-მდე საერთაშორისო გამოცემის წარმომადგენელი დაესწრება: VOGUE (UK, Italia, Russia), GLAMOUR UK, Twenty6 magazine, Style du Monde, W Magazine, FW-DAILY.COM, INTERVIEW, Glass Magazine, Oyster Magazine, Allure.ru, Nargis.az, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine, NAYLON Mag და სხვა. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს (ე.წ. Buyers) უმასპინძლებს: H Lorenzo, Not Just a Label, Glass Pineapple, SMETS, Anatomie, AIZEL. ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას.

2016 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის  MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე კვლავ იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია.

 

თბილისის მოდის კვირეულის საბოლოო განრიგი ამგვარად გამოიყურება:

   
 

 

       

March 31 / Thursday

 

18:30

Welcome Reception by Askaneli Brothers

Rooms Hotel Tbilisi

 

19:00

Lako Bukia

Rooms Hotel Tbilisi

 

20:00

Chubika

Rooms Hotel Tbilisi

 

21:30

Dalood

Tbilisi Opera and Ballet Theater

 

April 1 / Friday

 

16:00

Gwen Salakaia

CLOSED EVENT

 

17:00

LALO

Rooms Hotel Tbilisi

 

18:00

LTFR

Rooms Parking

 

19:00

Dalood

Rooms Hotel Tbilisi

 

20:00

Inky Gold

Rooms Hotel Tbilisi

 

21:00

Salome Gviniashvili

Rooms Garden

 

April 2 / Saturday

 

14:00

Irma Sharikadze / Irma de Flore

Marjanishvili Theater Basement

 

15:00

Anouki Presentation

CLOSED EVENT

 

16:00

More is Love

Rooms Hotel Tbilisi

 

17:00

Mariam Gvasalia

Rooms Hotel Tbilisi

 

18:00

Materiel by Lika Chitaia

Rooms Hotel Tbilisi

 

19:00

Mach & Mach

Rooms Hotel Tbilisi

 

20:00

Kristina Jgenti

Rooms Hotel Tbilisi

 

April 3 / Sunday

 

15:00

DIPHYLLEIA (Presentation)

Rooms Hotel Tbilisi

 

16:00

Tamanini

Rooms Hotel Tbilisi

 

17:00

Atelier 27

Rooms Hotel Tbilisi

 

17:30

Association Anika

Rooms Hotel Tbilisi

 

18:00

Tamta Shindelishvili

Rooms Hotel Tbilisi

 

19:00

Nini Chelidze

Rooms Hotel Tbilisi

 

20:00

Blue Flax – Ukraine

Rooms Hotel Tbilisi

 

22:00

George Shaghashvili

Rooms Hotel Tbilisi

 
         

 

 

ღონისძიების წარმდგენი – დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“

გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL

ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო ROOMS HOTEL TBILISI

მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ოფიციალური კოსმეტიკა - MAC

პარტნიორი: სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”

პარტნიორი ღვინის კომპანია „ასკანელი ძმები“

ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Kate’s Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები, iStudio და Mgroup.

საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA”

გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.

 

დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“, თბილისში ექსკლუზიურ ადგილას დაიდებს ბინას -  სოლოლაკი, მთაწმინდის პარკის გზის მიმდებარედ, მ. მაყაშვილის ქუჩის ჩიხი N3. 19-ბინიანი კომპლექსის მთავარი უპირატესობები ყველა ბინის აივნიდან ძველ თბილისზე და მთაწმინდაზე გაშლილი უნიკალური ხედები და გამწვენებული გარემოა. კომპლექსში ყველაფერია გამორჩეული ადამიანების ჰარმონიული ცხოვრებისათვის: საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, გამწვანებული შიდა ეზო და კონსიერჟის მომსახურება

წინა შემდეგი


“ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი”
18.12.2016  


ქართული ხელნაკეთი პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა
16.12.2016  


ანსამბლ „შავნაბადას“ მე-9 დისკის პრეზენტაცია
16.12.2016  


გამოფენა „იაკობ ნიკოლაძე 140“
29.11.2016  


თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი
28.11.2016  


„ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა, ისტორია, თანამედროვეობა" წიგნის პრეზენტაცია
28.09.2016  


საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ”შემოდგომის თბილისი” 17 სექტემბერს იწყება
17.09.2016  


სამეცნიერო-ლიტერატურული გამოცემა - „ქართული ალმანახის“ I ნომერი
11.09.2016  


4 სექტემბერს თბილისში ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა კონცერტი გაიმართება
04.09.2016  


გამოიცა ვიტალი ქენქაძის წიგნი „ქსნის ერისთავები“
31.07.2016  


დავით ალექსიძის ნამუშევრების კატალოგი
31.07.2016  


"ვეფხისტყაოსნის" მოკლე შინაარსის პოეტური თარგმანი რუსულ ენაზე
09.06.2016  


„ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია - შიო მღვიმელი 150“
01.06.2016  


"მეფე ლირი"
28.05.2016  


გალა გალერეის კატალოგი G Gala Gallery გამოიცა
24.05.2016  


„დრო და დრამები“
13.05.2016  


„ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფია
28.04.2016  


სანკტ-პეტერბურგის ეიფმანის საბალეტო დასის შედევრი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეარის სცენაზე
15.04.2016  


საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნული კონკურსი
15.04.2016  


მოძრავი ფილარმონიის ღია კონცერტები დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლებისთვის
11.04.2016  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI