კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

"მეფე ლირი"

28.05.2016

28, 29, 31 მაისი

პ რ ე მ ი ე რ ა

უილიამ შექსპირი

მეფე ლირი

 

      

28, 29 და 31 მაისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „მეფე ლირი“, რომლის დადგმაც განხორციელდა  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

ქართველ მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება იხილოს უილიამ შექსპირის შესანიშნავი ნაწარმოები.  ეს გახლავთ  შექსპირის პიესის ახლებური ინტერპრეტაცია, რომელიც რეჟისორმა  ზურაბ გეწაძემ განახორციელა თუმანიშვილის თეატრის სცენაზე, ხოლო  ლირის როლს ასრულებს თეატრისა და კინოს ვარსკვლავი – ზურაბ ყიფშიძე.

 

უილიამ შექსპირი

„მეფე ლირი “

თარგმნა მანანა ანთაძემ

 

დამდგმელი რეჟისორი –  ზურაბ გეწაძე
მხატვარი  – შოთა გლურჯიძე
მუსიკის ავტორი  – ერეკლე გეწაძე

სასცენო მოძრაობა – კახა ხოშტარია
რეჟისორისასისტენტი– სოფო ორჯონიკიძე

ტექნიკური რეჟისორი – ელენე მონასელიძე

 

მონაწილეობენ :

     ზურაბყიფშიძე, აკაკიხიდაშელი, ნანუკალითანიშვილი, მაიაგელოვანი, კატოკალატოზიშვილი, პაატაინაური, გიორგიყიფშიძე, იმედაარაბული, თემონატროშვილი, ნიკაწერედიანი, ვანოთარხნიშვილი, ვანოდუგლაძე, გუგაკახიანი, ანრიბიბინეიშვილი, ერეკლეგეწაძე, თორნიკექასრაშვილი.

 

 

მოკლე ანოტაცია:

    გავიდა ასწლეულები მაგრამ დიდი ინგლისელი დრამატურგის  უილიამ შექსპირის პიესები კვლავაც  იპყრობს მკითხველისა თუ მაყურებლის ყურადღებას . მისი ნამუშევრების უკვდავების საიდუმლო დაყრდნობილია ძლიერ, ადამიანურ გრძნობებსა და ვნებებზე, უდიდეს სიყვარულზე, შურისძიებაზე თუ ძალაუფლების წყურვილზე, სწორედ ამიტომ არ გვტოვებს  შექსპირის გმირები გულგრილს, რადგან  ყველა ეს გრძნობა მარადიულია....

    „მეფე ლირი“  – პიესის დასაწყისში  შექსპირი მეფე ლირს წარმოგვიდგენს თავისი სასახლის კედლებში როგორც დიად, ამაყ და დესპოტურ პერსონას, დარწმუნებულს თავის  ავტორიტეტსა და სტაბილურობაში.  მეფე რომელსაც განზრახული აქვს  სახელმწიფო გაუყოს თავის სამ ქალიშვილს, სანაცვლოდ იმისა თუ რაოდენ დიდია მათი სიყვარული მამისადმი.  უფროსი დები – გონერილია და რიგანა არ აკლებენ მამას ხოტბას და სიყვარულს, ხოლო უმცროსი, მეფის უსაყვარლესი ქალიშვილი კორდელია თავს შეიკავებს უცხო საზოგადოების წინაშე. განრისხებული მამა უმცროსს ქალიშვილს სასახლიდან გააგდებს, ხოლო სახელმწიფოს ორ უფროს დას შორის გაყოფს. შემდგომი მოვლენები ისე ვითარდება ,რომ ყველასთვის ზედმეტ ტვირთად ქცეული მეფე რჩება ძალაუფლების გარეშე, ფაქტიურად მშიერი და გასაჭირში მყოფი. საკუთარი ქალიშვილებისგან უარყოფილი... სწორედ მაშინ იწყებს მეფე გააზრებას თუ რამდენად ძვირფასია გულწრფელობა. 

 

დ. აღმაშენებლის გამზ. #16

ტელ: 579 706818; 551 176818 ; 2342899

საზოგადოებასთან ურთიერთობის

მენეჯერი: მაკა პეტრენკო

წინა შემდეგი


თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი
30.03.2016  


გამოიცა ქართულ-ინგლისური ანთოლოგია „ქართველი პოეტი ქალები“
22.03.2016  


“მერანი” ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან
12.03.2016  


ავსტრიული მუსიკალური პროექტი „Soap&Skin” თბილისს ეწვევა
02.03.2016  


თბილისის III საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი
01.03.2016  


ახალგაზრდა მწერალთა კონკურსი „მერანი“
01.02.2016  


მაია ჯაბუას შემოქმედებითი საღამო და ვარსკვლავის გახსნა
29.01.2016  


მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები
27.01.2016  


"აჩუქე წიგნი პატიმარს"
31.12.2015  


თბილისის მერია აცხადებს ფოტო-კონკურსს “ახალი წელი თბილისში”.
28.12.2015  


საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება
25.12.2015  


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი
19.12.2015  


ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი 20 წლისაა!
09.12.2015  


თეატრალური კონკურსი „მხატვრული კითხვის დიდოსტატები“
03.12.2015  


,,ზღაპრის სახლი"
21.11.2015  


იაკობ გოგებაშვილი 175!
19.10.2015  


თბილისობა 2015!
16.10.2015  


კონკურსი „ჩემი თბილისობა“
11.08.2015  


თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
09.06.2015  


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
19.03.2015  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI