კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

"ვეფხისტყაოსნის" მოკლე შინაარსის პოეტური თარგმანი რუსულ ენაზე

09.06.2016

თბილსის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა გიორგი (გუგული) ქებურიას მიერ შესრულებული “ვეფხისტყაოსნის“ მოკლე შინაარსის პოეტური თარგმანი რუსულ ენაზე. წიგნში საინტერესოდ არის წარმოჩენილი რუსთველოლოგიაში, ბოლო წლების კვლევებზე დაყრდნობით წარმოჩენილი  „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ინტერპრეტაცია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თავად ავტორი ემხრობა მეცნიერთა იმ ჯგუფს, რომელთა აზრითაც, „ხატაეთის ეპიზოდი“ რუსთველის მიერ არის დაწერილი. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსის რუსულენოვან გალექსილ თარგმანში შესულია სტალინის მიერ ნათარგმნი ერთი სტროფი, რომელიც მან შალვა ნუცუბიძის რუსულენოვანი თარგმანის კორექტირებისას შეასრულა.

გიორგი (გუგული) ქებურიას ზემოაღნიშნული წიგნი, გარდა ფილოლოგებისა და რუსთველოლოგებისა, განკუთვნილია რუსულენოვანი მკითხველის, საქართველოში არსებული ეთნიკური უმცირესობებისა და ქართული დიასპორებისათვის. წიგნის გავრცელება საქართველოს საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ  ხელს შეუწყობს ქართული პროზისა და პოეზიის პოპულარზაციას. 

წიგნის რედაქტორი: ირინა მოდებაძე

წიგნის დიზაინი: ანა ქებურია

წიგნის დაკაბადონება: თამარა ოვასაპიანი

 

წიგნის პრეზენტაცა გაიმართება 9 ივნისს, საქართველოს მწერალთა სახლში (მაჩაბლის #13).  

წინა შემდეგი


თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი
30.03.2016  


გამოიცა ქართულ-ინგლისური ანთოლოგია „ქართველი პოეტი ქალები“
22.03.2016  


“მერანი” ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან
12.03.2016  


ავსტრიული მუსიკალური პროექტი „Soap&Skin” თბილისს ეწვევა
02.03.2016  


თბილისის III საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი
01.03.2016  


ახალგაზრდა მწერალთა კონკურსი „მერანი“
01.02.2016  


მაია ჯაბუას შემოქმედებითი საღამო და ვარსკვლავის გახსნა
29.01.2016  


მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები
27.01.2016  


"აჩუქე წიგნი პატიმარს"
31.12.2015  


თბილისის მერია აცხადებს ფოტო-კონკურსს “ახალი წელი თბილისში”.
28.12.2015  


საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება
25.12.2015  


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი
19.12.2015  


ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი 20 წლისაა!
09.12.2015  


თეატრალური კონკურსი „მხატვრული კითხვის დიდოსტატები“
03.12.2015  


,,ზღაპრის სახლი"
21.11.2015  


იაკობ გოგებაშვილი 175!
19.10.2015  


თბილისობა 2015!
16.10.2015  


კონკურსი „ჩემი თბილისობა“
11.08.2015  


თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
09.06.2015  


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
19.03.2015  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI