კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

სანკტ-პეტერბურგის ეიფმანის საბალეტო დასის შედევრი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეარის სცენაზე

15.04.2016

სანკტ-პეტერბურგის  ეიფმანის საბალეტო დასის შედევრი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეარის სცენაზე

 

15 და 16 აპრილს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სანკტ-პეტერბურგის ეიფმანის საბალეტო დასი წარდგება მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ანა კარენინა“. პროექტი ხორციელდება “ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი”-ს ეგიდით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

მსოფლიო ნოვატორმა ქორეოგრაფმა ბორის ეიფმანმა ბალეტი „ანა კარენინა“ პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკაზე 2005 წელს დადგა. ეიფმანის ბალეტის თეატრის რეპერტუარიდან ის ყველაზე მოთხოვნადი დადგმაა. უკვე 10 წელია იგი უცვლელი წარმატებით იდგმება ამერიკის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და ბევრი სხვა ქვეყნის საუკეთესო სცენებზე. ამ სპექტაკლში ბორის ეიფმანი აქცენტს აკეთებს სასიყვარულო სამკუთხედზე „ანა-ვრონსკი-კარენინი“, სასცენო ფსიქოანალიზის ბრწყინვალე ნიმუშს ქმნის და  „მთავარი ინსტინქტით“ შეპყრობილი ქალის საშინელი შინაგანი გარდაქმნის ტრაგიკულ ქრონიკას გვიჩვენებს.

ბორის ეიფმანის შემოქმედება 40-ზე მეტ დადგმას ითვლის. განსაკუთრებული პლასტიკური აზროვნების სტილით ეიფმანის დასი დასავლეთის მაყურებელს იპქრობს. ერთ-ერთი მოწინავე საბალეტო კრიტიკოსი ანა კისელგოფი ბორის ეიფმანს მოღვაწე ბალეტმეისტერთა შორის ლიდერს უწოდებს. „საბალეტო სამყარო, რომელიც მთავარი ქორეოგრაფის ძიებაშია, შეუძლია შეწყვიტოს ძებნა. ის ნაპოვნია, ეს ბორის ეიფმანია“.

ეიფმანის მოდერნ-ბალეტის გამოსვლა მსოფლიო მეგაპოლისებში უდიდეს მოვლენად აღიქმება, რადგანაც მისი კოლექტივი თავისი გამომსახველობითი ფორმით ახალ აზროვნებას ამკვიდრებს ბალეტის ხელოვნებაში. ეიფმანის მიერ ემოციურად და ინტელექტუალურად შექმნილი მდიდარი საბალეტო ფსიქოდრამები მარადიული ღირებულებების ტოტალურ კრიზისსა და ადამიანის სულის გადარჩენაზეა აგებული, რასაც ასე აშკარად გრძნობს და განიცდის თავად XXI საუკუნის დასაწყისში.

წინა შემდეგი


მცირე პროზა 2015
09.03.2015  


წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება
13.01.2015  


რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი
19.12.2014  


ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია
08.12.2014  


თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი”
02.12.2014  


მე-10 ფესტივალი “თბილისი 2014 - თანამედროვე მუსიკის საღამოები”
01.12.2014  


გამოფენა ,,თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში“
28.11.2014  


გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერების დიდი ალბომი დამზადების პროცესშია
15.09.2014  


თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

2013 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში

31.03.2014  


ახალი განაცხადების მიღება თავისუფალ თეატრალურ პროექტთან დაკავშირებით
08.02.2014  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI