კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნული კონკურსი

15.04.2016

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების

მეორე ეროვნული კონკურსი

 

15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნული კონკურსი ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 250-მდე საგუნდო კოლექტივი სახელოვნებო, საჯარო და კერძო სკოლა - სტუდიებიდან, ასევე, მოყვარულთა გუნდები უმაღლესი სასწავლებლებიდან, პროფესიული კოლეჯებიდან და კულტურის ცენტრებიდან.   

კონკურსის I ტური დაგეგმილია:

 

  • თბილისი - 15-16 აპრილი
  • გორი - 16 აპრილი, 11:00 საათზე
  • ხაშური - 16 აპრილი, 15:00 საათზე
  • თელავი - 16 აპრილი, 13:00 საათზე
  • აბაშა -  16 აპრილი, 11:00 საათზე
  • მარტვილი - 16 აპრილი, 12:00 საათზე
  • გარდაბანი - 17 აპრილი, 12:00 საათზე
  • სენაკი - 17 აპრილი, 11:00 საათზე
  • ლანჩხუთი - 17 აპრილი, 15:00 საათზე
  • ზუგდიდი - 18 აპრილი, 11:00 საათზე
  • ფოთი - 18 აპრილი, 15:00 საათზე
  • გურჯაანი - 18 აპრილი, 11:00 საათზე
  • ლაგოდეხი - 18 აპრილი, 13:30 საათზე
  • ყვარელი - 18 აპრილი, 18:30 საათზე
  • ბორჯომი - 18 აპრილი, 12:00 საათზე
  • ქუთაისი 19 აპრილი, 12:00 საათზე
  • ბათუმი - 20 აპრილი, 15:00 საათზე

 

 

კონკურსის მეორე – ფინალური ტური 14-15 მაისს,  კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართება.  21 მაისს, კონკურსი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა კონცერტითა და დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.

კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქ. თბილისის მერია, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ფონდი „ქართული გალობა“.

წინა შემდეგი


მცირე პროზა 2015
09.03.2015  


წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება
13.01.2015  


რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი
19.12.2014  


ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია
08.12.2014  


თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი”
02.12.2014  


მე-10 ფესტივალი “თბილისი 2014 - თანამედროვე მუსიკის საღამოები”
01.12.2014  


გამოფენა ,,თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში“
28.11.2014  


გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერების დიდი ალბომი დამზადების პროცესშია
15.09.2014  


თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

2013 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში

31.03.2014  


ახალი განაცხადების მიღება თავისუფალ თეატრალურ პროექტთან დაკავშირებით
08.02.2014  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI