კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

„ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფია

28.04.2016

„სეზანის“ საგამომცემლო ჯგუფმა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით დაბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის (1712-2015 წწ.) მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემა (პირველი 2009 წელს დაიბეჭდა ამავე საგამომცემლო ჯგუფის მიერ). პროექტის იდეის ავტორია მანანა კარტოზია, ხელმძღვანელი - ლევან თაქთაქიშვილი, მთავარი რედაქტორი - ელზა ნაბახტეველი; ბიბლიოგრაფია შეადგინეს მამუკა ჩხეიძემ და ლევან თაქთაქიშვილმა.

რუსთაველის საიუბილეო წელს ახალი კატალოგის გამოცემა ლოგიკური და მისასალმებელი მოვლენაა. როგორც აღმოჩნდა, 2009 წლამდე ჩვენთვის ცნობილ 383 სხვადასხვა გამოცემას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში 120 ახალი გამოცემა დაემატა, მათ შორის 50 ქართულ ენაზე.

ბიბლიოგრაფიული გამოცემები ხელს უწყობს მკვლევრებს მათთვის სასურველი გამოცემების მოძიებაში, ეს ბიბლიოგრაფია კი, ამავე დროს, ემსახურება რუსთველოლოგიური პრობლემატიკის აქტუალიზებას. საძიებელი-კატალოგი არაერთ საგულისხმო მონაცემს უყრის თავს და განსჯასა და შეფასებას მოითხოვს. რუსთველოლოგებსა და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევათ, ამ გამოცემით მოიძიონ და ერთმანეთს შეადარონ „ვეფხისტყაოსნის“ როგორც სამამულო, ისე უცხოური გამოცემები, გაარკვიონ, თუ რამდენად ხარისხიანია თარგმანები და ვინ არიან ამა თუ იმ ენაზე პოემის ხელმეორედ ამმეტყველებელნი, მოძებნონ ილუსტრაციები. დროა, ვიზრუნოთ იმ ჩავარდნებზეც, რაც „ვეფხისტყაოსნის“ უცხოურ ენებზე თარგმნის მხრივ შეინიშნება; მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“ არ თარგმნილა ბერძნულ, ინდურ, შვედურ, პორტუგალიურ, ვიეტნამურ, ინგუშურ ენებზე.

„ვეფხისტყაოსნის“ აღნიშნული ბიბლიოგრაფიის ბეჭდვის პროცესს დაემთხვა სასიხარულო ცნობა: სამხრეთ კორეაში, სეულში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ პირველი კორეული თარგმანი, ანუ ეს საძიებელიც - სერიოზული შრომით შექმნილი ნუსხა - უკვე აღარ არის სრულყოფილი. გრძელდება რუსთაველის უკვდავი ქმნილების სიცოცხლე და იზრდება პოემის გავრცელების არეალი, ამიტომ მომავალში აუცილებელი გახდება „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ბიბლიოგრაფიის შევსება და ხელახლა დასტამბვა. რუსთაველი ხომ საუკუნეზე მეტია, რაც გავიდა ქართული პოლიგრაფიის ორბიტიდან და დღეს ათასობით ცალი იბეჭდება მსოფლიო სასტამბო ხელოვნების ნიმუშად.

წინა შემდეგი


მცირე პროზა 2015
09.03.2015  


წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება
13.01.2015  


რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი
19.12.2014  


ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია
08.12.2014  


თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი”
02.12.2014  


მე-10 ფესტივალი “თბილისი 2014 - თანამედროვე მუსიკის საღამოები”
01.12.2014  


გამოფენა ,,თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში“
28.11.2014  


გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერების დიდი ალბომი დამზადების პროცესშია
15.09.2014  


თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

2013 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში

31.03.2014  


ახალი განაცხადების მიღება თავისუფალ თეატრალურ პროექტთან დაკავშირებით
08.02.2014  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI