კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

"ვეფხისტყაოსნის" მოკლე შინაარსის პოეტური თარგმანი რუსულ ენაზე

09.06.2016

თბილსის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა გიორგი (გუგული) ქებურიას მიერ შესრულებული “ვეფხისტყაოსნის“ მოკლე შინაარსის პოეტური თარგმანი რუსულ ენაზე. წიგნში საინტერესოდ არის წარმოჩენილი რუსთველოლოგიაში, ბოლო წლების კვლევებზე დაყრდნობით წარმოჩენილი  „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ინტერპრეტაცია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თავად ავტორი ემხრობა მეცნიერთა იმ ჯგუფს, რომელთა აზრითაც, „ხატაეთის ეპიზოდი“ რუსთველის მიერ არის დაწერილი. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსის რუსულენოვან გალექსილ თარგმანში შესულია სტალინის მიერ ნათარგმნი ერთი სტროფი, რომელიც მან შალვა ნუცუბიძის რუსულენოვანი თარგმანის კორექტირებისას შეასრულა.

გიორგი (გუგული) ქებურიას ზემოაღნიშნული წიგნი, გარდა ფილოლოგებისა და რუსთველოლოგებისა, განკუთვნილია რუსულენოვანი მკითხველის, საქართველოში არსებული ეთნიკური უმცირესობებისა და ქართული დიასპორებისათვის. წიგნის გავრცელება საქართველოს საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ  ხელს შეუწყობს ქართული პროზისა და პოეზიის პოპულარზაციას. 

წიგნის რედაქტორი: ირინა მოდებაძე

წიგნის დიზაინი: ანა ქებურია

წიგნის დაკაბადონება: თამარა ოვასაპიანი

 

წიგნის პრეზენტაცა გაიმართება 9 ივნისს, საქართველოს მწერალთა სახლში (მაჩაბლის #13).  

წინა შემდეგი


მცირე პროზა 2015
09.03.2015  


წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება
13.01.2015  


რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი
19.12.2014  


ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია
08.12.2014  


თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი”
02.12.2014  


მე-10 ფესტივალი “თბილისი 2014 - თანამედროვე მუსიკის საღამოები”
01.12.2014  


გამოფენა ,,თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში“
28.11.2014  


გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერების დიდი ალბომი დამზადების პროცესშია
15.09.2014  


თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

2013 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში

31.03.2014  


ახალი განაცხადების მიღება თავისუფალ თეატრალურ პროექტთან დაკავშირებით
08.02.2014  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI