კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

გამოიცა ვიტალი ქენქაძის წიგნი „ქსნის ერისთავები“

31.07.2016

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით, გამოიცა ვიტალი ქენქაძის წიგნი „ქსნის ერისთავები“. „ქსნის ერისთავები“-ს მონოგრაფიაში გაშუქებულია გოროზ ფეოდალთა თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორია, დაწყებული ცხრაზმისხევის ბაზაზე, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე II-ის მიერ VI საუკუნეში ანტიირანულ საერისთავოს ჩამოყალიბებიდან,  XX საუკუნის საბჭოთა რეპრესიებამდე.

ისტორიული ცნობების ფონზე განხილულია ქსნის ერისთავების სამფლობელოები, მათი ციხე-სასახლეები, საგვარეულო სამარხები და კულტურის კერები, XIX საუკუნის სილამაზით ცნობილი ერისთავიანთ ქალების სალონური ცხოვრება. მონოგრაფია გამდიდრებულია გენეალოგიებითა და საინტერესო ფოტომასალით.

წიგნის პრეზენტაცია შედგება 22 ივლისს, 17:00 საათზე, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრში - „კავკასიური სახლი“, ქ.თბილისი, გ.ტაბიძის #20.

წინა შემდეგი


მცირე პროზა 2015
09.03.2015  


წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება
13.01.2015  


რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი
19.12.2014  


ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია
08.12.2014  


თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი”
02.12.2014  


მე-10 ფესტივალი “თბილისი 2014 - თანამედროვე მუსიკის საღამოები”
01.12.2014  


გამოფენა ,,თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში“
28.11.2014  


გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერების დიდი ალბომი დამზადების პროცესშია
15.09.2014  


თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

2013 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში

31.03.2014  


ახალი განაცხადების მიღება თავისუფალ თეატრალურ პროექტთან დაკავშირებით
08.02.2014  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI