კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ”შემოდგომის თბილისი” 17 სექტემბერს იწყება

17.09.2016

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

”შემოდგომის თბილისი” 17 სექტემბერს იწყება

 

 

2016 წლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 17 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. თბილისის მერიისა და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მიერ დაფუძნებული ეს მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება უკვე 24-ჯერ უმასპინძლებს ცნობილ უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს.

 

ფესტივალის პროგრამა, როგორც ყოველთვის, მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს, სიმფონიურ, საგუნდო, კამერულ და ფოლკლორული მუსიკის კონცერტებს. ასევე წარმოდგენილი იქნება კლასიკური ნაწარმოებების საინტერესო თანამედროვე არანჟირებები. წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან: ამოს ტალმონი (დირიჟორი), ალექსანდრე, დანიელ და მიხაილ გურფინკელები (კლარნეტი) ისრაელიდან, ვილფრედ შტრელე (ალტი), ვოლფრამ ბრანდლი (ვიოლინო) და „ტრიო ბამბერგი“ გერმანიიდან, „იანოშკა ანსამბლი“ ავსტრიიდან, გულდიარ თანრიდაგლის ანსამბლი თურქეთიდან, ალისა რასელი (ვალტორნა), ბენ ჰალსტედი (კორნეტი) და პოლ კოლის-სმიტი (დირიჟორი) ბრიტანეთიდან და  ასევე ქართველი შემსრულებლები - ქეთევან ქემოკლიძე, სალომე ჯიქია, ნანა ძიძიგური, თინათინ მამულაშვილი, ვალერიანო გამგებელი, ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი, კახაბერ შავიძე, გიორგი დავითაძე, ლაშა სესიტაშვილი, გიორგი შავერზაშვილი, ალექსანდრე ვასაძე, მაია ფერაძე, ანსამბლი „გეორგიკა“, საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრი. საკონცერტო პროგრამაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა.

 

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 წელს კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. მისი ჩანაფიქრი იყო დაეარსებინა საერთაშორისო დონის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც საქართველოში არსებულ საკონცერტო ცხოვრების მდიდარ ტრადიციებს ააღორძინებდა. თავისი არსებობის მანძილზე „შემოდგომის თბილისი“ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. გარდა ამისა, ფესტივალს უკვე კარგად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ – ბევრი სოლისტი თუ მუსიკალური კოლექტივი იჩენს მასში მონაწილეობის სურვილს.

 

ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია და აერთიანებს კლასიკური მუსიკის, ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის კლასიკური ნაწილი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური შედევრების სიმრავლით. გარდა ამისა ფესტივალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩინებას.

 

ყოველწლიურად ფესტივალს მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსები სტუმრობენ. აგრეთვე დიდი ყურადღება ეთმობა ქართული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობას.

 

 

    ფესტივალის პარტნიორები:

 

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

 

სასტუმროთა ქსელი ,,მარიოტი“

 

 სადაზღვევო კომპანია ,,არდი ჯგუფი“

 

რესტორანი ,, მუხამბაზი ივენთი“

 

 

 

 

 

 

 

 

ფესტივალის პროგრამა:

 

 

17 სექტემბერი

 

კონცერტი ეძღვნება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს

 

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა

            ქორმაისტერი - არჩილ უშვერიძე

სოლისტები - სალომე ჯიქია (სოპრანო)

                    ნანა ძიძიგური (მეცო სოპრანო)

              ირაკლი კახიძე (ტენორი)

           სულხან ჯაიანი (ბანი)

დირიჟორი - ამოს ტალმონი (ისრაელი)

პროგრამა:

მოცარტი _ „რექვიემი“

 

19 სექტემბერი

 

ვალერიანო გამგებელი (ტენორი)

ლაშა სესიტაშვილი (ბარიტონი)

კონცერტმაისტერი _ მაია ფერაძე

 

პროგრამა:

„იბერიული მოგზაურობა“

შესრულდება ვერდის, ვივესის, ჰალევის, სერანოს, ლარას, სოროზაბალის, არაყიშვილის, დოლიძის, ფალიაშვილის, ბალანჩივაძისა და თაქთაქიშვილის ნაწარმოებები.

 

 

22 სექტემბერი

 

ფოლკლორული მუსიკის კონცერტი

მონაწილეობს:

ფოლკლორული ანსამბლი „გეორგიკა“

პროგრამა :

ქართული ხალხური სიმღერები

 

 

25 სექტემბერი

 

სიმფონიური მუსიკის კონცერტი

მონაწილეობენ:

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა

ქორმაისტერი - არჩილ უშვერიძე

სოლისტები - ვოლფრამ ბრანდლი (ვიოლინო, გერმანია)

ვილფრიდ შტრელე (ალტი, გერმანია)

თინათინ მამულაშვილი (სოპრანო)

ნანა ძიძიგური (მეცო სოპრანო)

გიორგი დავითაძე (ტენორი)

კახაბერ შავიძე (ბანი)

დირიჟორი - ვახტანგ კახიძე

 

პროგრამა:

მოცარტის და რაველის ნაწარმოებები

 

28 სექტემბერი

 

კამერული მუსიკის კონცერტი

მონაწილეობს:

 

`იანოშკა ანსამბლი~ (ავსტრია)

 

Oონდრეი იანოშკა (ვიოლინო)

რომან იანოშკა (ვიოლინო)

ფრანტიშეკ იანოშკა (ფორტეპიანო)

იულიუს დარვასი (კონტრაბასი)

 

პროგრამა:

`იანოშკას სტილი~

 

 

2 ოქტომბერი

 

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტები - ალექსანდრ გურფინკელი (კლარნეტი, ისრაელი)

            დანიელ გურფინკელი (კლარნეტი, ისრაელი)

დირიჟორი - ვახტანგ კახიძე

 

 

4 ოქტომბერი

 

                ალექსანდრე გურფინკელი (კლარნეტი, ისრაელი)

                დანიელ გურფინკელი (კლარნეტი, ისრაელი)

                მიხაილ გურფინკელი (ბას-კლარნეტი, ისრაელი).       

პროგრამა:

მოცარტი – დივერტისმენტი „დონ ჟუანის“ და „ფიგაროს ქორწინების~ თემებზე

             ორი კლარნეტისა და ბანის კლარნეტისთვის

მოცარტი – „რონდო“ სონატიდან ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის დო-მაჟორი

             (არანჟირება ს.კოლერის)

როსინი – როზინას არია ოპერიდან `სევილიელი დალაქი~ (არანჟირება ორი

          კლარნეტისთვის ლ.გაბერის)         

როსინი – Fფიგაროს არია ოპერიდან `სევილიელი დალაქი~ (არანჟირება ორი

          კლარნეტისთვის ლ.გაბერის)         

ი.ს.ბახი /გუნო – ”ავე მარია“ (არანჟირება ორი კლარნეტისთვის ა.გურფინკელის)

პაგანინი – კაპრისი #24 (არანჟირება ორი კლარნეტისთვის ე.;ევიტასის

გამპიერი - `ვენეციის კარნავალი ~ (არანჟირება ორი კლარნეტისთვის რ. მოზესის)

ბეთჰოვენი – ვარიაციები ოპერიდან `დონ ჟუანი~ ორი კლარნეტისა და ბანის

              კლარნეტისთვის (არანჟირება მ.რაიტმანის)

ჩაიკოვსკი – სუიტა ბალეტიდან `მაკნატუნა~ ორი კლარნეტისა და ბანის

             კლარნეტისთვის

პულენკი  - სონატა ორი სოლო კლარნეტისთის

პოვოლოცკი – `დავიწყებული ქალაქის სურათები~ ორი სოლო კლარნეტისთვის

გერშვინი - `მარგალიტები~ ოპერიდან `პორგი და ბესი~ (არანჟირება ორი

            კლარნეტისთვის ა. რეზნიკისთვის)

 

6 ოქტომბერი

 

`ბამბერგ ტრიო~ (გერმანია)

 

ევგენი ჟუკი (ვიოლინო)

ალექსანდრე შულჰოფი (ჩელო)

 ილონკა ჰაილინგლო (ფორტეპიანო)

 

პროგრამა:

სენ-სანსი – მუზა და პოეტი თხზ. 132

შუმანი – საფორტეპიანო ტრიო სოლ-მინორი, #3 თხზ. 110

მენდელსონი – საფორტეპიანო ტრიო # 1 რე-მინორი თხზ. 49

 

 

9 ოქტომბერი

 

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

                    სოლისტები - ილონკა ჰაილინგლო (ფორტეპიანო, გერმანია

                                  ევგენი ჟუკი (ვიოლინო, გერმანია)                 

                                  ალექსანდრე შულჰოფი (ჩელო, გერმანია)    

                     დირიჟორი - ვახტანგ კახიძე

 

პროგრამა:

ბეთჰოვენი _ კონცერტი ვიოლინოს, ჩელოს, ფორტეპიანოსა და სიმფონიური

              ორკესტრისთვის

ბეთჰოვენი _ სიმფონია # 4

 

   

12 ოქტომბერი

 

გულდიარ თანრიდაგლის კვარტეტი (თურქეთი)

 

გულდიარ თანრიდაგლი (ფორტეპიანო)

ერთან თექინი (ბარიტონი)

ჩენქ ერდოღანი (გიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტები)

ერქუთ ჩანთურქი (დუდუკი)

 

პროგრამა:

რახმანინოვი – ანატოლიური პროექტი

კონცერტი ტარდება საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით

 

 

15 ოქტომბერი

 

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

            სოლისტები: - ქეთევან ქემოკლიძე (მეცო სოპრანო)

                            ალექსანდრე ვასაძე (ორგანი)

                დირიჟორი - ვახტანგ კახიძე

 

პროგრამა:

სენ-სანსი _ სიმფონია # 3 (პირველი შესრულება საქართველოში)

ბერლიოზი _ `კლეოპატრას სიკვდილი~ მეცო-სოპრანოსა და სიმფონიური

                ორკესტრისთვის (პირველი შესრულება საქართველოში)

რაველი _ `ბოლერო~

 

20 ოქტომბერი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის კონცერტი 

სოლისტი – ალისა რასელი (ვალტორნა, დიდი ბრიტანეთი)

                      ბენ ჰალსტედი (კორნეტი, დიდი ბრიტანეთი)

                     

დირიჟორი - კობა მერმანიშვილი

                                   პოლ კოლის-სმიტი (დიდი ბრიტანეთი)

კონცერტი ტარდება საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით (ლოგო)

 

პროგრამა :

ნაწარმოებები სამხედრო ორკესტრისთვის

 

 

22 ოქტომბერი

 

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტი - გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო)

დირიჟორი - ვახტანგ კახიძე

 

პროგრამა :

ქართული მუსიკის კონცერტი

წინა შემდეგი


მცირე პროზა 2015
09.03.2015  


წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება
13.01.2015  


რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი
19.12.2014  


ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია
08.12.2014  


თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი”
02.12.2014  


მე-10 ფესტივალი “თბილისი 2014 - თანამედროვე მუსიკის საღამოები”
01.12.2014  


გამოფენა ,,თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში“
28.11.2014  


გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერების დიდი ალბომი დამზადების პროცესშია
15.09.2014  


თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

2013 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში

31.03.2014  


ახალი განაცხადების მიღება თავისუფალ თეატრალურ პროექტთან დაკავშირებით
08.02.2014  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI