კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

“ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი”

18.12.2016

პრემიერა


გიორგი ერისთავი
“ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი”

 

 

8 და 18 დეკემბერს, 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონზე მესამე პრემიერას ითამაშებს. სპექტაკლის წინასაპრემიერო ჩვენება კი 30 ნოემბერს, ასევე 20:00 საათზე გაიმართება.

„ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“, გიორგი ერისთავის ორი სხვა და სხვა პიესა მსახიობმა და რეჟისორმა მაია ჩართოლანმა გააერთიანა. სპექტაკლის პერსონაჟები ერთი პიესიდან მეორეში გადაინაცვლებენ, აერთიანებენ სიუჟეტს და გიორგი ერისთავის ორ ძალიან ცნობილ ვოდევილს ერთ ამბად ჰყვებიან.

 

კარაპეტა, ივანიკა, მარტირუზა... ქართველი მაყურებლისათვის ძალიან ნაცნობი და საყვარელი გმირები არიან, ხოლო ამბები რომლებიც ამ ორ პიესაში ხდება, ბევრჯერ გაგონილი და ნანახი ყოველ ჯერზე საინტერესო და ძალიან სასაცილოა. მეცხრამეტე საუკუნის თბილისში კეთილი და ხელგაშლილი  ყოველთვის ამარცხებს წუწურაქსა და  ძუნწს; მხიარული და ლაღი ამასხარავებს გულჩათხრობილს და ეჭვიანს, შეყვარებული წყვილები კი ყოველთვის აღწევენ საწადელს. თუმცა, ამ პიესებში მთავარი არა ბედნიერი დასასრული, არამედ სწორედ ის ხრიკები და ჩახლართული ამბებია, რომლის მეშვეობითაც სპექტაკლი ყოველთვის ძალიან სახალისო და სასაცილოა.

 

ძველი თბილისის მოტივებს სპექტაკლში სოფო ქორიძის მხატვრობა, ნინო ჯანჯღავას მიერ შექმნილი მუსიკა და ცისია ჩოლოყაშვილის ქორეოგრაფია შექმნის. სპექტაკლში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრისა და ილიაუნის თეატრის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.

 

 

 

 

 

 

ავტორისა და პიესის შესახებ:

 

პოეტსა და დრამატურგს, გიორგი ერისთავს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარებაში. 1850 წელს სწორედ გიორგი ერისთავი ედგა სათავეში პროფესიული ქართული თეატრის შექმნას, რომელსაც ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა 1850-1856 წ.წ. მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ თეატრსა და დრამატურგიაში კრიტიკული რეალიზმისა და კომედიოგრაფიის განვითარებას. ერისთავმა დაარსა პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალი „ცისკარი“ და რაც მთავარია ქართულ დრამატურგიას დაუტოვა ისეთი უკვდავი პიესები, როგორიცაა „გაყრა“, „დავა“, „ძუნწი“ და გადმოქართულებული პიესა „უჩინმაჩინის ქუდი“.

 

 

 

 

რეჟისორის შესახებ:

 

პროფესიით მსახიობი და მეტყველების კულტურის პედაგოგი მაია ჩართოლანი
1983 – 1994 წ.წ.  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი, 2007 წლიდან დღემდე კი თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის მსახიობია. მას შესრულებული აქვს 40 - მდე როლი და წლების განმავლობაში სხვა და სხვა ტელევიზიებში მხატვრული კითხვისა და მეტყველების პედაგოგად მუშაობდა.
„ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“ მისთვის, როგორც რეჟისორისთვის მეხუთე ნამუშევარია. მას დადგმული აქვს სპექტაკლები მუსიკისა და დრამის თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში, გორის ერისთავის თეატრსა და თავისუფალ თეატრში.

 

 

 

 

 

გიორგი ერისთავი
 „ძუნწიდაუჩინმაჩინისქუდი“
ვოდევილი 2 მოქმედებად

 

რეჟისორი: მაია ჩართოლანი
მხატვარი: სოფო ქორიძე
ქორეოგრაფი: ცისია ჩოლოყაშვილი
კომპოზიტორი: ნინო ჯანჯღავა
სიმღერებისტექსტისავტორი: ნინო ლეჟავა და მაია ჩართოლანი
ტექნიკურირეჟისორი: პავლე ინასარიძე

 

მოქმედიპირნიდაშემსრულებელნი:
კარაპეტადაბაროვი - ნინო ლეჟავა
ხამფერა; თამარი, მარტირუზასცოლი - ანო მღებრიშვილი
არჩილი, თავადიღაზნელი; სვიმონი; არაბი - ცოტნე საგინაძე
კიკოლი - ნიკა კვანტალიანი
მონავარდისა, ხამფერასმოახლე; თათარი - ქეთი ჩაჩუა
მარტირუზა- კახა გოგიძე
ივანე- თემო კვარაცხელია

 

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა 2 საათი ანტრაქტის ჩათვლით
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2016 წლის 8 დეკემბერს

  შემდეგი


მცირე პროზა 2015
09.03.2015  


წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება
13.01.2015  


რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი
19.12.2014  


ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია
08.12.2014  


თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი”
02.12.2014  


მე-10 ფესტივალი “თბილისი 2014 - თანამედროვე მუსიკის საღამოები”
01.12.2014  


გამოფენა ,,თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში“
28.11.2014  


გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერების დიდი ალბომი დამზადების პროცესშია
15.09.2014  


თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

2013 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში

31.03.2014  


ახალი განაცხადების მიღება თავისუფალ თეატრალურ პროექტთან დაკავშირებით
08.02.2014  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI