კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

ქართული ხელნაკეთი პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა

16.12.2016

ქართული ხელნაკეთი პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა

 

15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით  სავაჭრო გალერეა „მერანში“ მართავს საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას. 

 

სპეციალურად გამოფენისთვის  65-მდე ტრადიციული რეწვის ოსტატმა  ასოციაციასთან თანამშრომლობით საახალწლო ნივთები შეჰქმნა, რომელიც ორი კვირის მანძილზე წარმოდგენილი იქნება  სავაჭრო გალერეა „მერანში“ გამოფენა-გაყიდვაზე.

პროექტის მიზანია ტრადიციული რეწვის სექტორის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ქართული ხელნაკეთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ასოციაციის მარკეტინგის სტრატეგია ორიენტირებულია ადგილობრივი მომხმარებლის სეგმენტის გაძლიერებაზე, რის მისაღწევადაც ორგანიზაცია წლის განმავლობაში ატარებს პროდუქციის განვითარების ტრენინგებს და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში მართავს თემატურ გამოფენა-გაყიდვებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა პროდუქციის განვითარების ტრეინინგი იყო, რომელიც  ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის ასორტიმენტის, დიზაინის და მისი კონკურენტუნარიანობის განვითარება-გამრავალფეროვნებას ისახავდა მიზნად.

 

გამოფენა-გაყიდვა ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება. გამოფენა გარდა იმისა რომ ადგილობრივი ოსტატების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას  შეუწყობს ხელს, ასევე ადგილობრივ  მომხმარებელს ხარისხიანი, განსხვავებული და ქართულ საახალწლო პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

წინა შემდეგი


მცირე პროზა 2015
09.03.2015  


წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება
13.01.2015  


რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი
19.12.2014  


ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია
08.12.2014  


თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი”
02.12.2014  


მე-10 ფესტივალი “თბილისი 2014 - თანამედროვე მუსიკის საღამოები”
01.12.2014  


გამოფენა ,,თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში“
28.11.2014  


გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერების დიდი ალბომი დამზადების პროცესშია
15.09.2014  


თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

2013 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში

31.03.2014  


ახალი განაცხადების მიღება თავისუფალ თეატრალურ პროექტთან დაკავშირებით
08.02.2014  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI